პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ბუშტები გაუშვეს ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით და წარწერით: „მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით“.
“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მკაფიო. მისი თქმით, ხვალ გვაქვს შანსი, რომ შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის ჩვენს ქვეყანას.
“იმ უფსკრულის პირიდან, სადაც მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, ცოტა უკან გამოვიწიოთ და ამასთან ერთად, ყველა მომავალი მთავრობისთვისაც გაკვეთილი იყოს, როდესაც ასე დაუპირსპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობა, შენი მოქალაქეების თავისუფლებას, ამისთვის მოქალაქეები დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორივე ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება შესრულდეს ხვალ“, – განაცხადა მან.