„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო გახდა გადასხმა, ამიტომ მან გუშინ მიიღო პირველი გადასხმა.
.„მე თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ გადასხმას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე შევძლო შიმშილობა და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი,“ – განაცხადა ხოშტარიამ.