„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა მუქარა გრძელდება.
როგორც უფლებადამცველმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, მკოიანს 30 აგვისტოს რუსული ნომრიდან დაურეკეს და ჰკითხეს, გადაიხდიდა თუ არა ხუთ მილიონ დოლარს.
„პირდაპირ უთხრეს, თუ არ გადაიხდის თანხას, მის საყვარელ ადამიანს წაიყვანენ, ეუბნებიან, რომ არ ხუმრობენ, რადგან უკვე მისი ძმის მანქანა ააფეთქეს და აღნიშნული თანხის გადახდას ერთი კვირის ვადაში სთხოვენ“. – განაცხადა ადვოკატმა.