ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და გაუწიონ სათანადო სამედიცინო დახმარება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განმარტა, ეს არის მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობების ნაწილი, რომელსაც მეტი მოქალაქე უერთდება და მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.