გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, ივლისი 3, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

ოქტომბერი 26, 2021
ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ისინი მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მიიღონ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.

“უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთს შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა.

2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების შემადგენლობით, კომისიამ დაასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას. იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო.

დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან, საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოსულმა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები, პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს:

ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში.

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან:

უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი!”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე: არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!
პოლიტიკა

ოხანაშვილისთვის მანდატის დატოვების მოთხოვნა აბსურდია

ივლისი 1, 2022
0
სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ
პოლიტიკა

სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ

ივლისი 1, 2022
2
დაპირისპირება თელავში
პოლიტიკა

დაპირისპირება თელავში

ივლისი 1, 2022
1
ირაკლი ზარქუა: შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო
პოლიტიკა

ზარქუა: კატუკია თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის იყო  ზურაბიშვილის მეგობარი

ივლისი 1, 2022
4
იაგო ხვიჩია: სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან
პოლიტიკა

ხვიჩია: ჩხუბი საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა

ივლისი 1, 2022
1
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა
პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა

ივლისი 1, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

ირაკლი კობახიძე: რამდენი კაციც ყავდა ენმ-ს აქციაზე,  იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში

ირაკლი კობახიძე: მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას ჩვენ არ გავაკეთებთ

მარტი 1, 2022
0
ექიმი: ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და  ინტრავენური გადასხმები უკეთდება

ექიმი: ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ინტრავენური გადასხმები უკეთდება

ნოემბერი 20, 2021
0
წულუკიანი – კულტურის მინისტრად

წულუკიანი – კულტურის მინისტრად

თებერვალი 3, 2021
77

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021