ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითიდღე მძიმდება და სპეციალისტები ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტ ზრდას პროგნოზირებენ. COVID-19-თან ერთად საქართველოში ახლა სეზონური გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.
ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პანდემიისა და ახლა უკვე ,,ტვინდემიის” სამართავად საქართველოს მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის გაფართოება დაეხმარება.
,,ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები. ეს შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები და მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან, რომ დაცული იქნეს რეკომენდაციები როგორიც არის პირბადის გამოყენება, ასევე ფიზიკური დისტანცირება და თუ გვექნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები როგორიც არის ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავანამ.