“ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმატოლოგი ალექსანდრე მხარგრძელი, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებს. მისი ინფორმაციით, ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ინტრავენური გადასხმები უკეთდება.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა,” – აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.
დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ 17 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.