ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად, 2021 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.