გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, ივნისი 26, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ვანო ჩხარტიშვილი: „არავითარი კავშირი ანაბრებთან მიმართებაში არ მქონია, ეს არის 100-ვე პროცენტით სახელმწიფოს ვალდებულება“.

ივლისი 18, 2020
ვანო ჩხარტიშვილი: „ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით თუ თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში“.

არავითარი კავშირი ანაბრებთან მიმართებაში არ მქონია, რადგან მაგ პერიოდში, მე ბანკში არ ვმუშაობდი, მე არ შემეძლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა მომეხდინა, – განაცხადა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა 10 ივლისის “ღამის კურიერის“ ეთერში.

ბიზნესმენი ანაბრების გაუფასურებას იმ პერიოდის ჰიპერინფლაციას უკავშირებს და ამბობს:  „საბჭოთა კავშირის დროს ყველა ოჯახს ჰქონდა დანაზოგი. დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველოს მთავრობამ შემოიღო 1993 წელს ეროვნული ვალუტა, კუპონი, ვიდრე შემოვიდოდა ლარი. სახელმწიფომ თქვა, რომ მე ყველა კომპენსაცია, რომელიც ანაბარზე გვაქვს, მე ვიღებ ამას და შიდა ვალში სახელმწიფომ აიღო ეს კომპენსაციის თანხა. ამ დროს მე საერთოდ არ ვმუშაობ შემნახველ ბანკში, მუშაობას ვიწყებ 2 წლის შემდეგ, რაც კუპონი შემოდის მიმოქცევაში და ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ხდება.

მე ფიზიკურად არ შემეძლო, შეუძლებელი იყო, რომ მე, ეს საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე კუპონსა და მანეთს შორის რაიმე გავლენა მომეხდინა. იმიტომ რომ, მაგ პერიოდში ვიყავი ჩვეულებრივი ბანკის მმართველი, პატარა კომერციული ბანკის მმართველი. ამის შემდეგ, ეს თემა ისევე წამოიწია ბატონი მიშა სააკაშვილის კონფლიქტის დროს, როდესაც ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, ის იყო იუსტიციის მინისტრი შევარდნაძის მთავრობის დროს. მან თქვა პირველი განცხადება, რომ ბებიაჩემმა წუხელ მკითხა ჩემი ანაბრების საკითხი სად არის და მე ვუთხარი, რომ მაგ ანაბრებთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილია დაკავშირებულიო,-“აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ინტერვიუში ბიზნესმენმა ასევე ილაპარაკა სააკაშვილის პერიოდის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად  იმისთვის შეიქმნა, რომ ანაბრების გაუფასურების პროცესში  მისი მონაწილეობის საკითხი შეესწავლა: “ ამის შემდეგ, მე ვხდები პარლამენტის წევრი სააკაშვილის პარლამენტში, მაჟორიტარი ვიყავი, ფრაქციის თავმჯდომარე და მომეცა საშუალება, რომ დამეყენებინა საკითხი და შევქმენით სახელმწიფო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ჩემი ინიციატივით, სადაც სააკაშვილის მთავრობის დროს შევიდნენ ისეთი მემარცხენეები, როგორიც იყო კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ვასიკო მაღლაფერიძე. დაიკითხა აბსოლუტურად ყველა, საგამოძიებო კომისიის სტატუსიდან გამომდინარე და საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მაგ პერიოდში, მე ბანკში არ ვმუშაობდი, მე არ შემეძლო ფულადსაკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა მომეხდინა და არავითარი კავშირი ანაბრებთან მიმართებაში არ მქონია. ეს არის სააკაშვილის საგამოძიებო კომისია“.

ჩხარტიშვილის განცხადებით, დღემდე გრძელდება სპეკულაციები ანაბრების  თემაზე: „ყველა მთავრობა, ყველა პოლიტიკური პარტია არჩევნების წინ იწყებს საუბარს იმაზე, რომ ჩვენ როგორც მოვალთ ხელისუფლებაში დავაბრუნებთ ანაბრებს, ანუ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, რომ ანაბრების კომპენსაციას მე გავისტუმრებო. 3 პოლიტიკური ციკლი გაიარა მთავრობამ შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი „ქართული ოცნება“, არჩევნების წინ ატყდება ფაცი-ფუცი, ეს არის 100-ვე პროცენტით სახელმწიფოს ვალდებულება,-‘’ აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.

მისი აზრით, ეს თემა დამთავრდება მაშინ, როცა სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალდებულებების გასტუმრებას.  ადამიანებს რაღაც ფორმით ეკუთვნის კომპენსაცია, რადგან ეს იყო სახელმწიფო ვალდებულება: „მე ვთვლი, რომ ეს არის ისტორიული მოცემულობა, ეს არის თაობათა დანაზოგი და ძალიან ბევრ ოჯახს უნდოდა, რომ ეს თავისი შვილიშვილებისთვის მიეცა, მომავალი თაობებისთვის. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ გაკეთდეს გრძელვადიანი გრაფიკი და ყოველწლიურად რაღაცა კომპენსაცია გადაუხადოს იმ ადამიანებს. მეთოდოლოგიები ამისი არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. უკრაინამ გააკეთა, ყაზახეთმა და შეიძლება გამოყენებული იქნეს. მთავარია პოლიტიკური ნება ამასთან დაკავშირებით,-“აღნიშნა „ღამის კურიერის“ ეთერში ვანო ჩხარტიშვილმა.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ნათია ლოლაძე – ვიცე-პრეზიდენტად
საზოგადოება

ნათია ლოლაძე – ვიცე-პრეზიდენტად

ივნისი 20, 2022
1
პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა
საზოგადოება

პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა

ივნისი 16, 2022
2
დღეს ჩვენ ომში ვართ
საზოგადოება

გამყრელიძე: “მაიმუნის ყვავილის” მასობრივი ვაქცინაცია არ განიხილება

ივნისი 15, 2022
0
კალაძე: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის
საზოგადოება

მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა

ივნისი 14, 2022
0
3 ექიმს საქმიანობა შეუჩერეს
საზოგადოება

3 ექიმს საქმიანობა შეუჩერეს

ივნისი 14, 2022
1
“ბორჯომი” მთავრობას წილების უსასყიდლოდ გადაცემას სთავაზობს
საზოგადოება

IDS BORJOMI International განცხადებას ავრცელებს

ივნისი 13, 2022
1

გირჩევთ, გაეცნოთ

ხომალდი ტესტირებისას აფეთქდა

ხომალდი ტესტირებისას აფეთქდა

დეკემბერი 10, 2020
26
მე გავაკეთებ მაქსიმუმს

მე გავაკეთებ მაქსიმუმს

თებერვალი 4, 2021
22
არასრულწლოვნის გაუპატიურება ცირკთან

თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 24, 2021
0

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021