გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
პარასკევი, მაისი 27, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ვანო ჩხარტიშვილი: „საქართველოს პრეზიდენტმა მაიძულა ტელკომპანია მზის დათმობა“

ივლისი 18, 2020
ვანო ჩხარტიშვილმა დუმილი დაარღვია- სააკაშვილის ხელისუფლება მისგან ნოღაიდელის დასაკავებლად ცრუ ჩვენების მიცემას ითხოვდა

ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „მზის“ დათმობის მიზეზებზე  10 ივლისის „ღამის კურიერში“ ირაკლი იმნაიშვილთან ისაუბრა.

„მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ამ ტელევიზიის დათმობა. ერთ ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, გადავეცი ცემენტის ქარხანას, ასე ვთქვათ და მე ვერ შევძელი იმ პერიოდში ამ ტელევიზიის დაცვა და შესაბამისად მოვახდინეთ აბსოლუტურად ნებაყოფლობით ჩემი მხრიდან, მაგრამ მისი მხრიდან ძალადობრივი გზით. მე ორჯერ შემხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი, მერე გაგრძელა უგულავამ, უგულავა იყო ადმინისტრაციის უფროსი. მან მითხრა, რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვინდა, აქ უნდა გავიდეს „მულტიკები“, სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი უნდა იყოს და ამიტომ მიეცით საშუალება ბეჟუაშვილს, რომ მართოს ტელევიზია,-‘’ აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.

მისი განცხადებით, „სააკაშვილს მარტო ერთი რამ აწუხებდა, ამბობდა, რომ მე არ მინდა საქართველოში იყოს ამდენი თოქ-შოუ, მე მინდა, რომ აქ იყოს აბსოლუტურად სხვა ფორმატი, სარედაქციო პოლიტიკა თქვენი არის და ხელს გვიშლის ჩვენ ჩვენი მიზნების განხორციელებაში. ამიტომ დახურეთ გრიგოლიას შოუ, დახურეთ თქვენი თოქ-შოუ და მინდა, რომ გადაეცეს ეს ტელევიზია ბეჟუაშვილს და მინდა, რომ ეს გააკეთოთ ძალიან სწრაფად. მე ვუთხარი, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომ ასე სწრაფად არ შეიძლება ამის გაკეთება. გამოვდივართ მისი კაბინეტიდან და მხვდება ბეჟუაშვილი და მეუბნება, რომ ღამით იქნებ წახვიდეთ და გადააფორმოთ ახლა ეს ტელევიზია. ღამით ეს არ შედგა, მაგრამ დაახლოებით 1 კვირაში ჩვენ გადავაფორმეთ“.

ვანო ჩხარტიშვილმა   აღნიშა, რომ „ახლაც სინანულს გამოვხატავ მაგ პერიოდის მიმართ, მაგრამ ვერ შევძელი იმიტომ, რომ გარემო იყო ძალიან მძიმე და მოკავშირეები, ამასთან დაკავშირებით, ძალიან მცირე ადამიანები იყვნენ ჩვენს გვერდით და იმ პერიოდში იძულებული გავხდი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა“ ამასთან მისი აზრით: „ბუნებრივია ადამიანი, რომელსაც ბიზნესი აქვს ქვეყანაში და პრეზიდენტი იყოს მტერი არავის არ უნდა. ბუნებრივია მინდოდა მეცხოვრა ნორმალურ ქვეყანაში, სიმშვიდე მინდოდა, მინდოდა, რომ ბიზნესი განვითარებულიყო, მაგრამ ვერ შევძელი. მე არ წავედი ხელისუფლებასთან გარიგებაში არც ერთ დროს, არც ერთ ეტაპზე და ამის მიუხედავად, რომ 2010 წელს დავტოვე საქართველო. ვერც ერთი დანაშაული და ფაქტი, ბიუჯეტის დავალიანება, თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხი სააკაშვილმა ვერ აღმოაჩინა, რადგან მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გადაეცა ინტერპოლში ჩემზე საბუთები, მაგრამ ვერ იპოვა ვერაფერი და ის 2 წელი, რაც სააკაშვილი ხელისფულებაშ იყო 24 საათი მუშაობდა მაგაზე, რომ იქნებ რაიმე კანონდარღვევა ეპოვა ჩემზე,-განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ბიზნესმენის განცხადებით, იგი დღესაც აგრძელებს ტელეკომპანია „მზის“ დასაბრუნებლად ბრძოლას: „დღესაც ვბრძოლობთ მაგ ტელევიზიის დაბრუნებისთვის, ჩვენ დავწერეთ პროკურატურაში წერილი, სასამართლოში ლონდონის გადაწყვეტილებაც მივიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს აქტივი დღეს ჰაერშია გამოკიდებული და არ არის თავის მეპატრონესთან. ბრიტანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში პროკურატურაში ძალიან ვრცელი ჩვენება მივეცი ყველა ფაქტთან დაკავშირებით და სამწუხაროდ არ მიეცა მას წინსვლა,“-აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა “ღამის კურიერში”.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

სამადაშვილმა დარჩიაშვილს არაკომპეტენტური უწოდა
პოლიტიკა

სამადაშვილმა დარჩიაშვილს არაკომპეტენტური უწოდა

მაისი 27, 2022
0
ღარიბაშვილის წვლილი უზომოა
პოლიტიკა

პრემიერი: ემიგრანტები ქართულ პასპორტს მარტივად აიღებენ

მაისი 27, 2022
0
პოლიტიკა

პრეზიდენტი: უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ელექტრონულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში

მაისი 27, 2022
0
დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის
პოლიტიკა

გახარია: გვარამიას საქმე ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის

მაისი 25, 2022
0
ათწლიანი განვითარების გეგმა
პოლიტიკა

პრემიერი: შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების“ 45 %-ზე მეტი

მაისი 25, 2022
0
ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებს
პოლიტიკა

ღარიბაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

მაისი 25, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

ეკონომიკური ზრდა – 6.9%

ეკონომიკური ზრდა – 6.9%

ნოემბერი 30, 2021
1
ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებები დაასრულებს ომს

ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებები დაასრულებს ომს

მარტი 10, 2022
2
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

აპრილი 12, 2022
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021