გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
სამშაბათი, მაისი 24, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ვანო ჩხარტიშვილი: „ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით თუ თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში“.

ივლისი 18, 2020
ვანო ჩხარტიშვილი: „ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით თუ თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში“.

ვანო ჩხარტიშვილმა 10 ივლისის „ღამის კურიერში“ ირაკლი იმნაიშვილთან მასსა და მამუკა ხაზარაძეს შორის დავის მიზეზებზე ილაპარაკა. „მამუკა ხაზარაძის ბოლო გამოსვლებმა გააჩინა კითხვები – მე უბრალოდ მინდა დავაფიქსირო თუ რასთან გვაქვს საქმე, რა იყო რეალურად, საიდან მივედით ხაზარაძის ინციდენტამდე. ამისთვის მოვედი თქვენთან, რომ გაქცეთ ყველა კითხვაზე პასუხი კონკრეტული ფაქტებით“,-განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ბიზნესმენმა აღნიშნა,რომ  მას შემდეგ რაც ადეიშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ცრუ ჩვენება არ მიცა ყოფილი პრემიერის ნოღაიდელის წინააღმდეგ 2010 წელს, იგი იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც  პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ამის  შემდეგ ყველა მის ქონებას, რომელიც მასზე ირიცხებოდა მისი ჰოლდინგის შიგნით, ედება ყადაღა და ართმევენ ყველა ძირითად აქტივებს, სადაც იყო დამფუძნებელი.

„ერთ-ერთი აქტივი იყო ჩვენი ცნობილი წისქვილ კომბინატი, რომლის დამფუძნებელი გახლდით მეც და ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და ეს ქონება ჩვენ ერთობლივად გვქონდა შეძენილი, გვქონდა ბანკში ჩადებული, იმ თვალსაზრისით, რომ ვემსახურებოდით კრედიტს და ერთ მშვენიერ დღეს გამოდის ეს აქტივი გასაყიდად 5-ის ნახევარზე, ექვს საათზე ყიდულობს ბანკი და შემდეგ შემოყავთ ახალი მესაკუთრე, კოკი ოსიპოვი.

მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ „თიბისი“ ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამომტანი. მე არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა, ამაზე არ ვაყენებთ ჩვენ საკითხს, უბრალოდ ბანკი იქნა გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში, არა მარტო ჩემს საქმეში. სამწუხაროდ ისეთი ფაქტები არსებობს. მაგალითად, პროკურატურაში ადამიანებს, ციხეებში აწერინებდნენ ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს. მაგალითად ბანკი „კოსტანცა“, მისი დირექტორი მიიყვანეს ბანკში ღამის 12 საათზე, მოაწერინეს ხელი, ააღებინეს 13-მილიონიანი კრედიტი, ეს ფული წაიღო მთავრობამ და ბანკი შეიძინა „თიბისიმ“.

ბიზნესმენი ელიზბარაშვილი ციხეში შეიყვანეს და 6 მილიონი დოლარი კრედიტი გაუფორმეს. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი, ბანკი უფორმებს პატიმარს კრედიტს, იმიტომ, რომ კრედიტის აღების დროს იმდენი დოკუმენტაცია არის საჭირო, ჯერ ერთი ნდობა უნდა იყოს და ა.შ. პატიმარზე სესხის მიცემა, ეს ხომ შეუძლებელი რამ არის დღესაც, გუშინაც, და საერთოდ წარმოუდგენელია.

„ელიტ-ელექტრონიქსის“ მესაკუთრე გახდა დავით კეზერაშვილი, უბრალოდ მაინტერესებს ბანკმა 1 ლარად გადასცა, რომელიღაც ბიზნესმენს ასეთი ძვირადღირებული ქონება. ასევე მინდა, რომ ძალიან სწორედ იქნეს გაგებული, რადგან მე ძალიან მიჭირს, არ ვარ დაჩვეული და ბიზნეს ეთიკას ცოტა გადავუხვიე, მაგრამ იძულებული ვარ, რომ ეს დეტალი, ფაქტები ვთქვა, იმისთვის, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ეჭვი შეაქვს ამ დეტალებში იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული თუ რასთან გვაქვს საქმე. კომპანია „მაგნატი“, ეს არის ბენზინგასამართი სადგურები, მაგალითად, რომელიც ასევე 1 ლარად გადაეცა კეზერაშვილს.

ეს არის ცნობილი ფაქტები, მე რაიმე გამოძიება ამასთან დაკავშირებით არ გამიკეთებია, ეს არის კონკრეტული ფაქტები, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით დეტალები აინტერესებს, არის მაგალითად ბატონ მამუკა ხაზარაძესთან, დავით უსუფაშვილი, რომელიც იურისტია და წესიერი კაცია. მე ვითანამშრომლებ, მივაწვდი ჩემს გარშემო არსებულ ყველა ინფორმაციას. თუ არ იუკადრისებს ჩვენთან შეხვედრას, მაშინ ბრიტანელ იურისტებს დავუქირავებ და გასცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე“,-აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა ინტერვიუში.

ბისნზესმენის განცხადებით,  წისქვილკომბინატის აქტივის ღირებულება იყო 18 მილიონი, საერთაშორისო აუდიტორების შეფასებით და მას ჰქონდა  მცდელობა, რომ ეს აქტივი  მეგობრების მეშვეობით შეეძინა აუქციონზე, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან არ მიუშვეს საყიდლად, იმიტომ, რომ გენერალურ პროკურატურას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბანკის მეშვეობით ეს უნდა მიეყიდათ კონკრეტული პიროვნებისთვის. ეს კონკრეტული პიროვნება კი იყო კოკი ოსიპოვი: „რომელიც მორალურად სწორად მოიქცა და ლონდონში როცა იყო ჩამოსული ჩემთან, მითხრა, რომ მე ეს დამავალეს, რომ შემეძინა  და შემომთავაზა პარტნიორობა, რაზეც მე უარი ვუთხარი და ვუპასუხე, რომ დააბრუნე ეს ქონება-მეთქი. ვინ დაავალა არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს მერაბიშვილმა დაავალა.

ამის შემდეგ ჩამოვდივარ თბილისში, ვხვდები მამუკას, მე მას ვუთხარი, რომ ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველას გადავუხდი ფულს და დავაბრუნოთ ეს ქონება უკან. ბატონმა მამუკამ თქვა, რომ მე ეს ქონება საბაზრო პრინციპებით გავყიდეო. მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ-მეთქი, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა. ანუ, ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით, თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში და ამით ახდენდა ყველა ამ დეტალის რეგისტრაციას, ქონების ჩამორთმევას,“- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა ირაკლი იმნაიშვილთან ინტერვიუში.

დავით სარია

 

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ფეიკკვლევა, რომელიც   მიზნად ისახავს ანაკლიის  პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას
ბიზნესი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას

აპრილი 23, 2021
25
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის  საწარმოებს  და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ
ბიზნესი

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის საწარმოებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

ოქტომბერი 30, 2020
34
მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება
ბიზნესი

მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

აგვისტო 7, 2020
474
შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება
ბიზნესი

შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება

აგვისტო 4, 2020
87
თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის  პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“
ბიზნესი

თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

ივლისი 27, 2020
13
მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ
ბიზნესი

მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

ივლისი 23, 2020
3

გირჩევთ, გაეცნოთ

მევლუთ ჩავუშოღლუ იმედს გამოთქვამს, რომ  3+ 3 პლატფორმის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას მიიღებს

მევლუთ ჩავუშოღლუ იმედს გამოთქვამს, რომ 3+ 3 პლატფორმის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას მიიღებს

დეკემბერი 20, 2021
0
EBRD-ის ახალი სტრატეგია

EBRD-ის ახალი სტრატეგია

დეკემბერი 17, 2021
1
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ივლისი 24, 2020
424

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021