„ღამის კურიერის“ 10 ივლისის ტელეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან წარსულში არსებულ სასამართლო დავებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ბადრი პატარკაციშვილი იყო ჩემი ახლო მეგობარი, მისი ოჯახი ჩემი მეგობარია თავისთავად, და ბიზნეს პარტნიორი იყო ჩემი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ოჯახმა, ქალბატონმა ინამ გადაწყვიტა თავისი ინიციატივით, არ მინდა სიღრმისეულად შევეხო ამ თემას, რადგან გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, და ჩვენი დავა ამოწურულია. მან გადაწყვიტა, რომ სარჩელი შეეტანა ბრიტანეთის სასამართლოში. ჩვენი, ეს სასამართლო დავა, მე არ მინდა ვიხმარო რაღაც სიტყვები, გავიმარჯვეთ და ა. შ. მაგრამ რეალურად მოხდა, რომ ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ამის შემდეგ, ჩვენ ყველა პირობები, რაც იყო, სამშვიდობო ხელშეკრულებით დავამთავრეთ და სასამართლოში აღარ ვდაობთ“.
ბისნზესმენის განცხადებით, მას არასოდეს მიუცია თავისთვის უფლება მძაფრი პასუხები გაეცა მოდავე მხარისთვის: „ მაგრამ ბრიტანეთის სასამართლომ, ორმა ინსტანციამ, ეს არის აპელაცია და უზენაესი სასამართლო, დაადასტურა 100-ვე პროცენტით ჩვენი სიმართლე და შესაბამისად ითქვა, რომ ჩვენ არავითარი სარგებელი ამ ისტორიიდან არ მიგვიღია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის დადასტურებული ბრიტანული სასამართლოთი და ამ საკითხების გარშემო ჩვენ გვაქვს ერთმანეთში სამშვიდობო ხელშეკრულება“.
ვანო ჩხარტიშვილმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ: “არა თუ აღარ ვდაობთ, მომავალშიც ესეთი ხელშეკრულება გვაქვს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის მიმართ სადავო საკითხები არის ამოწურული. ვიმეორებ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, მისი მეუღლე, ყველა მისი ახლო ნათესავი არის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მტკივნეული დავა, მაგრამ ღვთის მადლით ეს საქმე დასრულდა და დღეს ვართ ერთმანეთის კეთილმოსურნეები“.