გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, ივნისი 26, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ივლისი 18, 2020
ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

10 ივლისის „ღამის კურიერში“ ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს შეეხო.

მისი აზრით, ამ შეხვედრის ინიციატივა მისი მხრიდან არ მოდიოდა, რადგან: “ მე ორი სასამართლო მაქვს მოგებული, რატომ უნდა მივსულიყავი ბატონ ბიძინასთან და რატომ უნდა მეთხოვა შეხვედრის ორგანიზება.  წარმოუდგენელია, რომ მოგებული ადამიანი ითხოვდეს კიდევ რაიმეს გარკვევას, მე ერთი ნაბიჯი მაკლდა უზენაეს სასამართლომდე“.

ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით: “ თხოვნა მოდიოდა ხაზარაძის მხრიდან, რომ თითქოს სასამართლოში ხდებოდა რაღაცა და ბევრჯერ ახსენა, რომ ერთ მოსამართლეს ეწერებოდა და ა.შ. და მინდა განვმარტო. ჩვენ გვქონდა ერთი და იმავე საქმეზე, ბანკზე და წისქვილ კომბინატზე. ჩვენ ბრიტანელი იურისტები გვყავს აყვანილი, გვქონდა სარჩელი ორ ერთიდაიგივე შინაარსის საქმეზე, ერთიდაიგივე მოსამრთლესთან ორი წლის განმავლობაში,  რომელიც გაერთიანდა. ერთი იყო თბს-ი, მეორე იყო წისქვილკომბინატი. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს არის ერთი შინაარსის საკითხი და დაიწყო საერთო საქმის განხილვა, ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება,-‘’ აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ “შეხვედრა შედგა ბატონი მამუკას ინიციატივით. ბატონმა მამუკამ წარმოადგინა ეს ფაქტი, თითქოს ამ შეხვედრაზე დაზარალებულად გამოვიდა ანუ, შეიკრიბნენ, იძალადეს მასზე და მას რაც უნდოდა ის ვერ გააკეთა, ესეთი შთაბეჭდილება რჩება. მინდა გითხრათ, იმ შეხვედრაზე საკონსტიტუციოზე დავა არ ყოფილა. მე ვთლი, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა, აბსოლუტურად იყო შეცდომა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან არ იყო საჭირო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შეცდომიდან გამომდინარე, მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ძალიან ნათლად დაინახეს იქ მსხდომმა ადამიანებმა მორალურად ამ საქმეში ვისკენ იყო სიმართლე,“- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

იგი ასევე შეეხო შეხვედრაზე გენერალური პროკურორის ყოფნის ფაქტს და აღნიშნა: „მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს პროკურორს. თუ პროკურორმა რაიმე თქვა, მაშინ ჩემდა საზიანოდ უთქვია, თუ მაგის ლოგიკით გავყვებით, მაშინ პროკურორიც მაგის მომხრე ყოფილა. მთავარი პროკურორი იყო შემთხვევით მაგ შეხვედრაზე, ის არ იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, იყო შემთხვევით და ამ შეხვედრაზე პროკურორს აბსოლუტურად არაფერი არ უთქვია და იქ არ ყოფილა ამ შეხვედრის გამო. ამ შეხვედრაზე საერთოდ არ გადაწყვეტილა საკითხი, საერთოდ 30 მლნ-ზე დავა არ იყო, 18-ზე იყო. ამ შეხვედრიდან ჩვენ გამოვედით ისე, რომ აბსოლუტურად არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული, მოსმენილი იქნა ეს ინფორმაცია,“-აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.

ბიზნესმენის განცხადებით, შეხვედრაზე მისვლა მას ბატონმა ბიძინამ თხოვა: „შეხვედრის მიზანი ვიცოდი, რომ იქნებ მოვისმინოთ რა ხდება. ხომ არ შეიძლება, რომ მშვიდობიანად რაღაცა მოლაპარაკებების დონეზე ეს საკითხი გადაწყდეს იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდ ორ სუბიექტს შორის ბრძოლა. მთავარი ამბავი იყო, რომ ეხებოდა ეს საბანკო სექტორს“.

ვანო ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ  ბიძინა ივანიშვილს არ უთხოვია მისთვის სარჩელის გამოთხოვა. „ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მეორე დღით მივედი და ვუთხარი, რომ მივიღე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საბანკო სისტემა დგებოდა ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ ერთი პატარა მაგალითის გამო. ეს გადაწყვეტილება იქნებოდა პრეცედენტული. ამის შემდეგ ყველა ბანკი, რომელიც ჩართული იყო გარიგებაში პროკურატურაში გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის და დაიწყებოდა ძალიან სერიოზული საბანკო სისტემის რღვევა. არ მინდოდა მონაწილე ვყოფილიყავი ამ პროცესების. საბანკო სისტემა გადასარჩენი იყო ამ პრეცედენტისგან, ასე მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია. ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, აქ მაქვს ბიზნესი და არ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მთავარი ინიციატორი საბანკო სისტემის კრიზისის. აბსოლიტურად შეგნებულად გავაკეთე ეს.

მეორე, ბუნებრივია გავაკეთე იმისთვის, რომ მინდოდა მადლიერებაც დამენახა რაღაცა ფორმით იმიტომ, რომ მე ჩავთვალე, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი. მადლიერება მამუკასგან თუნდაც, და დღეს აღმოჩნდა, რომ იგი თავის თემას იყენებს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის, თითქოს ბატონი ბიძინას სახლში ხდებოდა რაღაც ზეწოლა მასზე. ამ დროს თუ მაგ ლოგიკით წავალთ, ზეწოლა ჩემზე ყოფილა,-“ განაცხადა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ „მე ძალიან დიდი იმედგაცრუება მომიხდა ამ ისტორიის, ფაქტების შემდეგ, რაც გააგრძელა ხაზარაძემ, ნუ ასეა ალბათ და მე არც ვნანობ იმ გადაწყვეტილებას, იმედგაცრუება მაქვს თავისთავად“.

 

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ფეიკკვლევა, რომელიც   მიზნად ისახავს ანაკლიის  პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას
ბიზნესი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას

აპრილი 23, 2021
25
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის  საწარმოებს  და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ
ბიზნესი

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის საწარმოებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

ოქტომბერი 30, 2020
34
მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება
ბიზნესი

მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

აგვისტო 7, 2020
474
შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება
ბიზნესი

შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება

აგვისტო 4, 2020
87
თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის  პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“
ბიზნესი

თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

ივლისი 27, 2020
13
მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ
ბიზნესი

მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

ივლისი 23, 2020
3

გირჩევთ, გაეცნოთ

შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებს  27 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას აიძულებს

შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებს 27 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას აიძულებს

ოქტომბერი 26, 2021
0
გვამები მდინარე განგში

გვამები მდინარე განგში

მაისი 19, 2021
25
ცერცვაძე კანდელაკს ტელედებატებში იწვევს

თენგიზ ცერცვაძე: დღეს 49 გარდაცვალება გვაქვს. სრულად ვაქცინირებულები რომ ვიყოთ, გვექნებოდა 4-5 გარდაცვალება

ნოემბერი 3, 2021
0

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021