ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება,“- წერს ევროპარლამენტარი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე „საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება“ და ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს.
„ვიოლა ფონ კრამონი სამართლინად რომ აფასებდეს „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, რომ ჰქონოდა მაშინაც და დღესაც სამართლიანი შეფასება, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ის კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.