დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეტად გავრცელება უკვე შეკავებულია.
მისი თქმით, ორი კვირაა, რაც შეზღუდვები ამოქმედდა და ჩატარებული ტესტების გაორმაგებული რაოდენობის მიუხედავად, შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა.
„ვირუსი შეკავებული გვაქვს. შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე მივედით ისე, რომ ტესტირების გაორმაგებული მაჩვენებლის მიუხედავად, მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.