უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს მადლობას უხდის.
„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობას გიხდით ყველას თბილისში და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე“ , -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ასეულობით ადამიანმა უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.