„კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს“, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს.
კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ ძალადობაზე საუბარი არასოდეს არის გვიანი. თეა წულუკიანი მხარეებს მოუწოდებს, რომ საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლონ.
წულუკიანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მოუწოდებს, რომ სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს, რადგან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.