თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა და ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.