„ბეტმენის“ კომიქსების პერსონაჟის – „ჯოკერის“ ფორმაში გამოწყობილი 24 წლის კაცი იაპონიის დედაქალაქში მატარებლის მგზავრებს დიდი დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა.
დაშავებულია 17 ადამიანი, რომლებიც „ჰელოუინის“ სადღესასწაულო წვეულებებზე მიდიოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცმა ჯერ ვაგონში გამჭვირვალე სითხე დააქცია, შემდეგ კი, მას ცეხლი მოუკიდა.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, როგორ ცდილობს ხალხი ცეცხლმოკიდებული ვაგონიდან შორს გაქცევას და მატარებლის ფანჯრებიდან გარეთ გაღწევას.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა, მატარებლების სადგურსა და მის გარეთ ათობით პოლიციელი და მეხანძრე იყო მობილიზებული. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.