თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშს წარდგენისას 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.
„მომავალ წლებში სისტემატურად დაიწყება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, აგრეთვე საინჟინრო, სატრანსპორტო ლოგისტიკური საშუალებების განვითარება.
რაც შეეხება არტილერიის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, ეს იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი და მიმართულება, კერძოდ ცეცხლის ეფექტურობის ხარისხის გასაზრდელად დაგეგმილია საარტილერიო ქვედანაყოფების ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.