თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო.
,,ესაა კვლევა, რომელიც მანამდე არასდროს გაკეთებულა და მისი ჩატარება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე’’ – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.