დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული, თბილისის მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. 13 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.
ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერის წარმოდგენით -„მოს კონცერტი“ და მიხეილ ბარიშნიკოვს მხატვრული ინსტალაცია ფილმით – „არც ერთხელ“. ასევე, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.