ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი დაესწრნენ. გიორგი გახარიამ საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილს ამ პროექტის დასრულებაში.
კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზეა გათვლილი, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას.