პირველ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. იმავე დღეს აღნიშნული ინფორმაცია საავადმყოფოს პრესსამსახურმა უარყო და განაცხადა, რომ ბატონი თენგიზი დირექტორის პოზიციაზე რჩება.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღო.
,,ჩავთვალე, რომ ახლოა, როდესაც შემთხვევების მატებაა და როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიების სპეციალისტი ადასტურებს, რომ პრემიერთან შეხვედრა არაერთხელ ჰქონდა.
„გახარიასთან შეხვედრა მოხდა და არაერთხელ, მაგრამ მასთან შეხვედრას გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.