თამარ ბაჩალიაშვილის დედას – თეონა თამაზაშვილს აინტერესებს რატომ კეთდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გენერალური პროკურატურისგან.
გარდაცვლილი პროგრამისტის დედა აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს ექსპერტიზის დასკვნას, თუკი FBI-ს წარმომადგენლები დაუდასტურებენ, რომ მისმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ. შოთაძემ თქვა, წერილები უკვე გაგზავნილიაო. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებას ემსახურება, ამასობაში ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის არ ჩამოიყვანენ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.