3 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 797 ტონა თხილი, რაც 81%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათას ტონაა, რაც წინა წლის მონაცემს 15 ათასი ტონით აღემატება. ექსპორტიდან მოსალოდნელი შემოსავალი კი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარია.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოში თხილის გადამამუშავებელი – 20-მდე ახალი საწარმო შეიქმნა, 27 კი გაფართოვდა. ახალ საწარმოებში 1 000-მდე მოქალაქე დასაქმდა და განხორციელდა 13 მლნ ლარამდე ინვესტიცია.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.