საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, აგრესორის გვერდით დგომას ნიშნავს.
„„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს აგრესორის გვერდით დგომას და მათ წინააღმდეგ ყოფნას, ვინც სიცოცხლეს რისკავს თავისუფლებისთვის,“ – წერს იან კელი ტვიტერზე.