CBC News -ის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად.
მისი თქმით, შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს ძალებზე, ნატოს შესაძლებლობებზე, ეს იქნება თავდასხმა ნატოზე.
„გარდიანის“ ცნობით კი, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებში შფოთავენ, რომ რუსეთი, ავიაიერიშებით ან შორი მანძილის არტილერიით, შესაძლოა, უკრაინისადმი „მხარდაჭერის ნაკადის“ შეჩერებას შეეცადოს.
გამოცემა იქვე დასძენს, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა 30-ვე წევრზე თავდასხმას უდრის.