საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი 5 წლიან თანამშრომლობას ასრულებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა წარმატებული ურთიერთნამშრომლობისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და პროექტით გათვალისწინებული პროგრამები მიმოიხილეს.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტებმა ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულა. ის ასევე ელოდება ევროსაბჭოსა და საქრთველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს და საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში განსახორციელებელ პროექტებს. შეხვერდაზე ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის“ შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა.
მარიანა ქევხიშვილი