გორში ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს.
კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 280-ს გადააჭარბა.
ინტოქსიკაციის ჩივილებით ბავშვები არა მხოლოდ კომბინატის დასახლებიდან, არამედ გორის სხვადასხვა უბნებიდან და გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდანაც არიან.
სავარაუდო ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალი გახდა, მაგრამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პირველადი კვლევის შედეგით, წყალი სასმელად ვარგისია.