საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუამ განცხადებით, ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, სადაც დღეს წამოსკუპებულები არიან. მისი თქმით, შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო.
“შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ – აღნიშნა ზარქუამ.