„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია პირველი ტურის შემდეგ საერთოდ აღარ არის აქტუალური. ის გახარიას ამომრჩეველს მოუწოდებს მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
მისი განმარტებით, აქვს ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტია „საქართველოსთვის“, აპირებს, მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭიროს. მისი თქმით, ასეთია შესაბამისი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3.
“ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი ხმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს“,-განაცხადა კობახიძემ.