„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკია“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც და ჩამოსვლაშიც. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.
მისი თქმით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. კობახიძის თქმით, ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.