„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ეროვნული შერიგების მისეული „ფორმულა“ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ენმ-მ ჯერ დანაშაულები უნდა ჩამოთვალოს და აღიაროს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს.
“მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას შერიგებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა, ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რომელიც აქვთ ჩადენილი: წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი.
ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი აღარაა პოლიტიკაში — ეს უნდა აღიარონ და შეიძლება ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს, აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, — განაცხადა კობახიძემ.