„ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული წარმოების რძის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნა რუსეთის მხრიდან პოლიტიკური პროვოკაციაა და ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს რუსეთი კიდევ გადადგამს.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან უკრაინაში ომის დაწყებამდე ჰქონდა. ამავდროულად, თავად ქართული ბიზნესის ინიციატივა იყო გარკვეული რძის პროდუქტების მწარმოებლებს – ძირითადად საუბარია ყველზე – ბაზრის დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონოდა.
მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები ახლა კი არ მიმდინარეობდა – მოლაპარაკებები სამი წლის წინ დაიწყო. უბრალოდ, რუსეთის ფედერაცია ქართული პროდუქციისთვის ბაზარს არ ხსნიდა და ახლა მიიღო ბაზრის გახსნის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასე ვიღაც დეპუტატი გამოვიდა და თქვა, ფრენები გავხსნათო.
“მათი მხრიდან კიდევ მრავალი ნაბიჯი იქნება, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს. იქნება კიდევ მრავალი… გამომდინარე აქედან, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, თუ რატომ დგამს რუსეთი თითქოს საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯებს, სინამდვილეში კი პოლიტიკურად დამაზიანებელს, ამაზე კითხვა არ უნდა ისმებოდეს. ის ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაბიჯები სინქრონული იქნება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.