პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწა გადაეცა. პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ ამ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
„300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის და განვითარების უმთავრესი წინაპირობა”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.