საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება დაეთმო ნატოს 2022 წლის სამიტს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ, ავღანეთში.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შესახებ, რაც ნატოს მთავარ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია და მისი წარმატებით შესრულება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი სტეფენ ელჰერშმა, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრნენ.