საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრას მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამჯერად კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი.
პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონის საჭიროებებზე ისაუბრა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს არსებული პრობლემების მოგვარებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.