საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დაასრულა. მან არ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.
„ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.