იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება უკვე გამოსცა.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა.
კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.