თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მეორე ვადით იქნა არჩეული, თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, ხოლო მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია.
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები არიან:
- მერიის ადმინისტრაცია — ვლადიმერ ჭიღლაძე;
- ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური — გიორგი აბუთიძე;
- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ვახტანგ ლომჯარია;
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური — ირაკლი გვილავა;
- იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე;
- ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური — გელა ჩივიაშვილი;
- შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა;
- საფინანსო საქალაქო სამსახური — გაიოზ თალაკვაძე;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე;
- მუნიციპალური ინსპექცია — კახა გულედანი.
თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს. თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღაკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.
თბილისის მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილება არ არის და პოსტებზე მხოლოდ კაცები არიან წარდგენილნი.