დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის.
მისი თქმით, 5 იანვრიდან იყიდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე.
„ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოს მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე 53% ადამიანების, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.