კვიპროსში Covid-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც “დელტას” და “ომიკრონს” აერთიანებს. ამის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა.
მისი თქმით, აღმოაჩინეს ეს ახალი შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა. აღმოჩენას “დელტაკრონი” უწოდეს.
კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა 25 მსგავსი შემთხვევა გამოავლინეს.