1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდ პასპორტის სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო.
კოვიდ პასპორტი ან „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იმოქმედებს. მასში იქნება მითითებული ინფორმაცია ვაქცინაციის, PCR ტესტის, კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების შესახებ.
ერთიანი დოკუმენტის მოქმედების მიზანია შარშანდელი ზაფხულის ქაოსის დაუშვებლობა, როდესაც ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი წესები შემოიღო, რამაც პრაქტიკულად შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება გააუქმა.
კოვიდ პასპორტი მის მფლობელს დამატებითი ტესტირებისგან და კარანტინისგან ათავისუფლებს. პასპორტში ევროკავშირის ყველა ქვეყნის მედიკოსებს ელექტრონული ჩანაწერების და ვირტუალური ხელმოწერების შეტანა შეუძლიათ. ყველა ქვეყანა ვალდებული იქნება ამ საბუთში მითითებული ინფორმაცია გაითვალისწინოს.