განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც მის იმიჯს აზიანებს. კომპანია აცხადებს, რომ სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და მომავალში ცილისწამებლურ განცხადებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ,, შპს „ზეგ“-მა მოიპოვა კომპანიის კომერციული საიდუმლოების გათქმის უფლება და გამოძიებას თავიანთი კეთილი ნებით იმთავითვე გააცნო კომპანიის დამკვეთის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია, რათა აღნიშნული არ გამხდარიყო რაიმე სახის მანიპულაციის საგანი. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ბოროტად გამოყენებას და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას’’ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.