მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, არსებობს „უამრავი მტკიცებულება“, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე.
ანგარიშის ავტორი კონგრესმენები კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.