საქნახშირმა საწარმოო პროცესი შეაჩერა. მიზეზი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის გავრცელება გახდა.
საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 13 ნოემბერს, PCR ტესტირება „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (1170 ადამიანი). მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.