ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ავრცელებს.
ახალშობილს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ და სახლში დღეს, 28 ოქტომბერს გაწერეს.
ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის დამარცხება 2 197-მა პაციენტმა შეძლო.