კულტურის სამინისტროსთან ხელოვანები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. აქციაზე გამოფინეს ბანერები წარწერით: “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, დიდება პარტიას”, ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანისგან მოითხოვენ კონკეტულ გეგმას, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მიზეუმის რეაბილიტაცია; გაირკვეს რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და იქ დაცულ საგანძურს.
ამასთანავე მათი განცხადებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
სამინისტროს შესასვლელთან პოლიციაა განლაგებული.