ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია – დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება. მისი თქმით, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, არავინ იცის, რადგან ეს საკითხი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
“საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საწვავის იმპორტიორებთან კომუნიკაცია და მათთვის რაიმე შეღავათის დაწესება, დავითაშვილი ამბობს, რომ ყველა დარგთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
“გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ყველა დარგთან. დარგობრივ ასოციაციასთან ვმუშაობდი წინა პოზიციაზეც და ახლაც გავაგრძელებ ინტენსიურ კომუნიკაციას”,- აცხადებს დავითაშვილი.